|
|
"სარბიელი"
კალაძემ როზეტის ეჭვით გახედა რონალდინიოც გვინდა
მიხეილ ჟორჟოლიანი
და ანდრეი შევჩენკოცშაბათს "მილანმა" სტუმრად 2:3 წააგო ტურინის "იუვენტუსთან" და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი გაიუარესა. ტურინულ მატჩში არ უთამაშია კახა კალაძეს და ამის გამო გულდაწყვეტილიც იყო: - "იუვე" კარგ ფორმაშია, მაგრამ შეგვეძლო, მოგვეგო. 3 ქულა ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს საშუალებას მოგვცემდა, სასურველი მეოთხე ადგილისთვის გვებრძოლა. სამწუხაროდ, ამ მატჩის გამოტოვება მომიხდა, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ როზეტიმ წინა ტურში დამსახურებულად მომცა ყვითელი ბარათი". გეხსომებათ, კალაძე "კალიარისთან" მატჩში გააფრთხილეს და ბარათების სიჭარბის გამო "იუვენტუსთან" ვერ ითამაშა. ჟურნალისტებთან საუბარში კალაძემ "მილანში" რონალდინიოსა და ანდრეი შევჩენკოს გადასვლის თაობაზეც ისაუბრა... "რონალდინიო დიდი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მისი გამოყენება "მილანს" რამდენიმე ადგილზე შეუძლია, მაგრამ ეს მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, ისევე, როგორც ანდრეი შევჩენკოს შემთხვევაში. მას ტელეფონით ვეკონტაქტები - ანდრეიმ "მილანში" 7 წელი გაატარა და აქ "ოქროს ბურთიც" მოიგო" - აქებს "შევას" ქართველი მცველი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |