|
|
"სარბიელი"
კუენგომ ვალვერდეს სახლი წაართვა
მთლად "პარიზი-რუბესავით" დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ ველოსპორტის სამყაროში ბასკური "კლასიკა პრიმავერაც" დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომელიც "ბასკების ქვეყნის ვუელტას" დასრულების შემდეგ იმართება ხოლმე და წლეულს 54-ედ ჩატარდა. 171,6-კილომეტრიანი რბოლის ფავორიტად მასპინძლების ჯილა, "კაისე დეპარნის" ლიდერი ალეხანდრო ვალვერდე ითვლებოდა და 28 წლის ბასკი ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ სულ ბოლოსკენ იტალიელი დამიანო კუნეგოს საფინიშო შეტევა გამოეპარა და მეორე ადგილს დასჯერდა. კუნეგომ ოთხ საათში, 20 წუთსა და 21 წამში გალია გზა და პირველად მოიგო ბასკური კლასიკა. ვალვერდე მეორე იყო, ხოლო მესამე ადგილზე იტალიური "ლიქუიგასის" ფინელი მრბოლი კილ კალსტრომი გავიდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |