"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

სამართალმა ევროები ჭამა იან ულრიხს ბრალდებები მოუხსნეს

კახა ლომაშვილი

იან ულრიხი გამართლებულია. ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ხელისუფლებამ შეწყვიტა ძიება "იან ულრიხის საქმესთან" დაკავშირებით და ყველა ბრალდება მოუხსნა ახლო წარსულის სახელოვან ველომრბოლს.

ულრიხი 1997 წლის "ტურ დე ფრანსისა" და 1999 წლის "უელტა ესპანას" გამარჯვებულია, გახლავთ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი და 1997 წლის ტრიუმფის გარდა, ფრანგული სუპერრბოლა კიდევ ექვსჯერ დაასრულა პოდიუმზე - ხუთჯერ მეორე იყო და ერთხელაც მესამე.

ულრიხის სახელი ფიგურირებდა "ოპერაციონ პუერტოს" სახელით ცნობილ, ყბადაღებულ სადოპინგო სკანდალში და გერმანიის ხელისუფლება მრბოლს დოპინგის მიღებასა და სასამართლოსთვის ცრუ ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებდა.

თავად ველომრბოლი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა დოპინგის მიღების ფაქტს და აჰა, მან თავის სიმართლეს მაინც მიაღწია, თუმცა კი გვარიანი ჯარიმის, დაახლოებით 250 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. "მე ყოველთვის პატიოსანი სპორტსმენი ვიყავი და ეს ჯარიმა სულაც არ მიანიშნებს ჩემს დანაშაულზე. ბედნიერი ვარ, რომ ყველა ბრალდება მომიხსნეს. ბოლოს მაინც სამართლმა გაიმარჯვა" - განაცხადა იან ულრიხმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com