|
|
"სარბიელი"
თელასი ბავშვთა ფეხბურთში
სააქციო საზოგადოება "თელასი" ქართული საფეხბურთო სკოლის განვითარებისთვის ზრუნვას იწყებს. კომპანიამ საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოელის" აღსაზრდელები თავისი შეფობის ქვეშ აიყვანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გრიგოლ ცაავასთან და გენერალურ მდივან უჩა უგულავასთან ერთად "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ საფეხბურთო სკოლაში ნორჩ სპორტსმენებს სათამაშო ინვენტარი გადასცა. ამიერიდან "ნორჩი დინამოელის" 1994 წელს დაბადებული გუნდის წევრები "თელასის" მიერ შეძენილი სამოსით ითამაშებენ. კომპანიამ გუნდის სპორტული ინვენტარით აღჭურვაზეც იზრუნა და სკოლის აღსაზრდელებს ბურთები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა გადასცა. 14 წლის მოზარდებით დაკომპლექტებული "ნორჩი დინამოელი" ამჟამად თბილისის ჩემპიონატის ლიდერია. ჩემპიონატში გამარჯვების შემთხვევაში გუნდი გაისად საქართველოს მოზარდთა ლიგაში ითამაშებს.
სს "თელასი"
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |