"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ნამდვილი და ყალბი ორმაგი სტანდარტი: რატომ არ გააძევა ხარიტონაშვილმა

ლუკა თალაკვაძე

ქომაგთშეურაცხმყოფელი სანიკიძე."ორმაგი სტანდარტი" - ეს სიტყვათა წყობა ბოლო დღეებში "ბორჯომის" თავკაც ვლადიმერ ხაჩიძის ბაგეთ დასცდა.

ხაჩიძემ "ამერთან" სათასო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე დაიჩივლა, ქომაგთშემგინებელ დონალდ დერინგ ჯუსი დამნაშავე კი იყო, მაგრამ მის შემგინებლებს რატომ არ ვსჯითო.

ცოტა არ იყოს, საკამათო და უცნაური ნათქვამია - ჯერ ერთი, მსაჯს არავითარი უფლება და შესაძლებლობა არ აქვს, ბილწი ქომაგი დასაჯოს, და მეორეც, თუ ჯუსის დანაშაულს აღიარებთ, მაშ რატომღა ცდილობთ მის გამართლებას.!

ეს ყველაფერი იმის გასარკვევად დაგვჭირდა, თუ სად და როდის ვნახეთ "ნამდვილი" ორმაგი სტანდარტი.

დერინგ ჯუსი "ამერი" - "ბორჯომის" არბიტრ ლევან ფანიაშვილს მეოთხე მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა გააძევებინა და სამართლიანადაც.

იმავ ხარიტონაშვილმა კი (ამჯერად არბიტრობისას) სამიოდ დღის წინ "სიონი" - "ლოკომოტივის" საჩემპიონატო მატჩისას ასევე ქომაგის შეურაცხყოფისთვის ოდენ სიტყვიერი გაფრთხილება აკმარა ბოლნისელ ლევან სანიკიძეს.

აი, აქ გვიჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ.

რატომ არ გააძევა ხარიტონაშვილმა სანიკიძე.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com