"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ლევან კობიაშვილს ჰამბურგი უთხრეს

კახა შალამბერიძე

გელზენკირხენის "შალკეს" ქართველმა ნახევარმცველმა ლევან კობიაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

კობიაშვილს კუნთი ჰქონდა დაზიანებული, ჩემპიონთა ლიგაში, "ბარსელონასთან" მატჩში კი გაიმიზეზა ტრავმა და ამის გამო ბრემენის "ვერდერთან" 1:5 წაგებული და "კოტბუსთან" 5:0 მოგებული მატჩები გამოტოვა.

გერმანული "კიკერის" ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "ხუმარათა" ძირითად შემადგენლობას "ჰამბურგის" წინააღმდეგ სტუმრად გასამართ მატჩში დაუბრუნდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com