|
|
"სარბიელი"
მუჯირი და ისევ ტრავმა
კახა შალამბერიძე
აზერბაიჯანული "ბაკის" ქართველი ლეგიონერი ამირან მუჯირი ზაქათალის "სიმურგთან" სტუმრად გასამართ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება გუნდს. მუჯირი "ბაკის" ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ამ სეზონში ტრავმებმა ძალიან გააწამეს და უკვე საკმაო თამაშები გაუცდა. რაც შეეხება, "ბაკის" მეორე ქართველს, ახალგამოჯანმრთელებულ ალექსანდრე გოგობერიშვილს, იგი სათამაშოდ მზად არის. გეცოდინებათ, ქართველები "სიმურგსაც" ჰყავს - ამ ზამთარს ზაქათალურ გუნდში დავით ბოლქვაძე და კახა ჩხეტიანი გადავიდნენ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |