|
|
"სარბიელი"
ზლატანი შვედეთში გაუშვეს
კოკი კანდელაკი
ბოსნიური წარმოშობის შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მარცხენა მუხლის ტრავმა არ ეშვება. "იბრაკადაბრას" 29 მარტის მერე არ უთამაშია და ალბათ კიდევ ორი კვირა მოუწევს დასვენება. "ინტერის" ლიდერი შვედეთში იმკურნალებს. "ზლატანს ინდივიდუალური სარებაილიტაციო და სავარჯიშო პროგრამა დავუნიშნეთ, რომელსაც სულ მცირე 10 დღეს მოანდომებს და იმედია, პრობლემა ამით მოგვარდება" - ნათქვამია მილანის "ინტერის" განცხადებაში. თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ნერაძურის" ლიდერი კლუბს ვერ დაეხმარება "ტორინოსთან" და "კალიარისთან" მატჩებში. ისიც საკითხავია, ჩადგება თუ არა მწყობრში 26 წლის თავდამსხმელი 4 მაისს გასამართი მილანური დერბისთვის.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |