"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

კოუტუ დაისაჯა

კოკი კანდელაკი

"პარმას" უდისციპლინო მცველი ფერნანდუ კოუტუ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასე რომ, ვეტერანი პორტუგალიელი "ენიო ტარდინის" ბინადრებს გადარჩენისთვის ბრძოლაში ფაქტობრივად ვეღარ დაეხმარება - სერია ფ-ს ბოლო ტურშიღა თუ ითამაშებს.

კოუტუმ "იუვენტუსთან" მატჩში მსაჯთან შელაპარაკებისთვის წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტი უფრო იმ ეპიზოდის ვიდეოგამეორებით დაინტერესდა, სადაც ფერნანდუ ტურინელ მცველ ჯორჯო კიელინის სახეში ხელს ურტყამს, რაც არბიტრებს გამოეპარათ. სწორედ ამის გამო გაუზარდეს პორტუგალიელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ოთხამდე.

სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა ისიც, რომ "კატანიასა" და "რომას" შორის იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, დისკვალიფიკაციებისვე გამო, მასპინძლებს ხორხე მარტინესი და ჯაკომო ტედესკო არ ეყოლებათ, სტუმრებს კი ფილიპ მექსესი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com