"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ანა ტატიშვილი მეოთხედფინალშია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდულ პალმ ბიჩის თიხნარზე ჩოგბურთის სარეთაშორისო ფედერაციის ეგიდით ქალთა 25-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს და 18 წლის ქართველი ანა ტატიშვილი უკვე მეოთხედფინალშია.

ამერიკელ ჯესიკა კირკლენდთან გამარჯვების შემდეგ ანამ 6:4 6:0 მოუგო კიდევ ერთ მასპინძელს, 25 წლისა და რეიტინგში 177-ე ადგილზე მყოფ რეიჩელ კოპს-ჯონსს, ვინც მეორე ნომრად იყო განთესილი.

მეოთხედფინალში ტატიშვილი ბულგარელ თანატოლ სესილ კარატენჩევას შეხვდება, რომელმაც მანამდე, ასევე ამერიკელები დაჯაბნა - ლოურენ ალბანეზის 6:3 6:1 მოუგო, სოტორ ტვიდ-იეტესს კი 6:0 6:2 სძლია.

ეს კარატენჩევა ამჟამად 277-ეა რეიტინგში, მაგრამ ოდესღაც ერთ-ერთ ყველაზე პესპექტიულ ჩოგბურთელად ითვლებოდა და 2005 წელს, 15 წლის ასაკში, სულაც 35-ე იყო ცეფ-ს კლასიფიკაციაში.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com