|
|
"სარბიელი"
სესია ვებერმა დახურა
კახა ლომაძე
ბარსელონაში, "კატალუნია მონტმელოს" აეროდრომზე ოთხდღიანი სატესტო სესია დასრულდა. ბოლო დღეს საუკეთესო დრო "რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა მარკ ვებერმა აჩვენა - წუთი და 21,953 წამი. წინა დღეებთან შედარებით, ამ ჯერზე დაბალი შედეგები იქნა ნაჩვენები და ეს არც არის გასაკვირი - ბარსელონაში თითქმის მთელი დღის განმავლობაში წვიმდა და ტრასაზეც, მხოლოდ რვა პილოტი გავიდა. ვებერს თითქმის ორი წამით ჩამორჩნენ ფინელები - "მაკლარენის" ჰეიკი კოვალაინენი (1.23,589) და ფერარელი მსოფლიოს ჩემპიონი კიმი რაიკონენი (1.23,619). ამათ უკან კი პოლონელი რობერტ კუბიცა ("იქც-ზაუბერი"), ინგლისელი ჯენსონ ბატონი ("ჰონდა"), იაპონელი კაძუკი ნაკაჯიმა ("უილიამსი"),, ბრაზილიელი ნელსონ პიკე ("რენო") და იტალიელი იარნო ტრული ("ტოიოტა") განლაგდნენ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |