"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ვის სურს ვალების გასტუმრება?

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას 24 მაისს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მისი არჩევა რიგგარეშე არჩევნებზე მოხდება, რაც გუშინ ფედერაციის გამგეობამ დაადგინა. ძველი პრეზიდენტი რომან სიჭინავა 12 აპრილს გადადგა და ახალ პრეზიდენტს ბიუჯეტის ვალი, 75 ათასი ლარიც დაუტოვა.

ჯერჯერობით პრეზიდენტის მოვალეობას თამარ ხმიადაშვილი ასრულებს, ვინაც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველებს განაცხადების შეტანა ჭადრაკის სასახლეში 30 აპრილის 18 საათამდე შეუძლიათ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com