|
|
"სარბიელი"
ქართველები პლოვდივში
ლაშა გეგეჭკორი
ევროპის ჩემპიონატი. 20 აპრილი - 4 მაისი. პლოვდივი. ბულგარეთიბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის მე-9 ჩემპიონატი იწყება. გათამაშება ქალთა და კაცთა შორის ცალ-ცალკე გაიმართება და სულ 497 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. პირველობა შვეიცარიული სისტემით ჩატარდება და მოჭადრაკეები 11 პარტიას ითამაშებენ. ვაჟებში 332 მოჭადრაკე იასპარეზებს და აქედან 11 ქართველია - მიხეილ მჭედლიშვილი, საქართველოს ჩემპიონი ლევან ფანცულაია, კონსტანტინე შანავა, მალხაზ სულაშვილი, დავით ჯოჯუა, დავით მაღალაშვილი, თორნიკე სანიკიძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩანა მორჩიაშვილი, დავით ლომსაძე და ივერი ჭიღლაძე. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 92 ათასი ევროა და გამარჯვებული 15 ათასით დასაჩუქრდება. ქალთა შორის 165 მოჭადრაკე გამოვა და აქედან 12 ჩვენებური იქნება - ლელა ჯავახიშვილი, საქართველოს ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, სალომე მელია, მაია ლომინეიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, სოფიო გვეტაძე, ნაზი პაიკიძე, ნინო ბაციაშვილი, სოფიო ნიკოლაძე, ანა გელაშვილი, მერი ჟორჟოლიანი და მარიამ დანელია. ქალთა საპრიზო ფონდი საკმაოდ მცირეა - 8 ათასი ევრო და ჩემპიონი მხოლოდ ათასს მიიღებს. "პლოვდივი შესანიშნავი ადგილია. ამ ქალაქმა ევროპის ორ საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა და თავიც კარგად დაგვამახსოვრა - განაცხადა ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის კუტინმა - ჩემპიონატზე ბევრი სასახელო სპორტსმენი ჩამოვა და საინტერესო ორთაბრძოლებს ვიხილავთ."
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |