|
|
"სარბიელი"
ჩვენი ხელბურთი ევროპაში გაერია
გუშინ ავსტრიის დედაქალაქვენაში ხელბურთელთა 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ბებერი კონტინენტის პირველობას ორი წლის მერე სწორედ ავსტრია უმასპინძლებს.
ჩვენი ჯგუფი პოლონეთი შვედეთი რუმინეთი ჩერნოგორია თურქეთი საქართველო საქართველოს ნაკრებს 2007 წლის შემდეგ შესარჩევში არ უთამაშია და ახლა კიდევ ერთხელ ეძლევა ევროპულ მარაქაში გარევის შანსი. თავიდანვე ვთქვათ, ჩვენი ეროვნული გუნდი ბოლო მე-6 კალათაში იყო განთესილი მოლდოვასა და ფარერების ნაკრებებთან ერთად და წინასწარ შეიძლებოდა იმ აზრთან შეგუება, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდებოდით. ალბათ გახსოვთ, მოლდოვა იყო, თბილისში "ჩელენჯ-ტროფის" ჯგუფურ ეტაპზე გაჭირვებით რომ მოვუგეთ. და არ გაინტერესებთ, ჩვენზე წინ, მე-5 კალათაში ვინ იყო. ლუქსემბურგი! "ჩელენჯ-ტროფის" ფინალში მათი დამარცხება ნერვების წყვეტად, რომ დაგვიჯდა... პირველი კალათიდან სამი სავარაუდო მეტოქეც წინასწარ ვიცოდით - პოლონეთი, რუსეთი, ირლანდია. იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები ექვსგუნდა ჯგუფში უნდა მოხვედრილიყო, მთავარი კალათიდან უფრო ბობოლა ნაკრებები ამიტომაც აგვცდა. ისინი ხუთგუნდა ჯგუფებში გადანაწილდნენ. ქართულ მხარეს ვენაში ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ თევზაძე წარმოადგენდა. ხელბურთელები შესარჩევის თამაშებს შემოდგომიდან დაიწყებენ. ახლა იმის ილუზია არავის აქვს, რომ ნაკრები ორ საუკეთესოში მოხვდება და ფინალურ ეტაპზე გააღწევს. მთავარია, რომ ქვეყანას დიდი ხელბურთი უბრუნდება და ნაკრები ახალ ცხოვრებას იწყებს... გუშინვე საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე წრის თამაშები გაიმართა.
18 აპრილი თბილისი 49:16 მამული სტუ 36:14 ქუთაისი
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |