"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

პატარა ქართველებმა სტამბოლი ვერ აიღეს

კოტე კეკელია

საქართველოს 15-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელიც თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სამი ამხანაგური თამაში ჩაატარა, რომელთაგან ერთში გაიმარჯვა.

პირველი შეხვედრა მიხეილ კობეშავიძის ბიჭებს სტამბოლის კოლეჯის ერთი წლით უფროს კალათბურთელებთან ჰქონდათ და 40:54 წააგეს.

მერე სტამბოლისავე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ და 52:74 დათმეს.

ჩვენს გუნდს ბოლო მატჩში გაუმართლა 56:43 დაამარცხა დარუშაფაქელი თანატოლები.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com