|
|
"სარბიელი"
ახალკაცის ოპონენტებს ადგილი არ ჰყოფნით
კოტე კეკელია
ორშაბათს 12 საათზე ჭადრაკის სასახლეში დიდი თავყრილობაა დაგეგმილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა მიმართ ოპოზიციურად განწყობილი საფეხბურთო ორგანიზაციები - "ჩვენი ფეხბურთი", "ქომაგთა ლიგა" და "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს" - მთელი საქართველოდან ელიან მხარდამჭერებს. შეკრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ გუშინ გვითხრა, პრობლემა ის გვაქვს, 600-ადგილიან დარბაზში, შესაძლოა, ყველა მსურველი ვერ დაეტიოს და გარეთაც ვაპირებთ დინამიკების დადგმასო. შეკრების მიზეზი კი ძველია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |