|
|
"სარბიელი"
რაული, გვარდიოლა, კუმანი... 3 ივნისი ივსება: შოთა არველაძე: შენოლ გიუნეშს ნაკრებზე არ დავკავშირებივარ ილია ნანობაშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა გვითხრა, შოთა არველაძე აქამდე, როგორც ფეხბურთელი, შეუფასებელ სარგებელს აძლევდა ნაკრებს, ახლა კი სხვა როლში გვინდა დაეხმაროს ეროვნულ გუნდსო. სავარაუდოდ, ასეც იქნება - შოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახდება. ტყუპისცალს გუშინ ვალენსიაში დავუკავშირდით და ჯერ ესპანეთის პრიმერადივიზიონის წინა ტურზე ვკითხეთ...- "ხეტაფესთან" რატომ არ ითამაშე. - ერთი კვირა საზარდული მტკიოდა, ვერ ვივარჯიშებდი სრული დატვირთვით. ახლა უკვე ვვარჯიშობ, ნორმალურად ვარ და ალბათ, კვირას "უელვასთან" ვითამაშებ კიდეც. - "ხეტაფეს" მთავარ მწვრთნელ, დანიელ მიქაელ ლაუდრუპს, ალბათ, შეხვდებოდი და 3 ივნისს შენს გასაცილებელ მატჩზე ჩამოსვლასთან დაკავშირებითაც ჰკითხავდი... - კი, ველაპარაკე. ჩამოსვლა დამპირდა და არა მგონია, რამემ შეუშალოს ხელი. - ამას წინათ უცხოელი ვარსკვლავების სათბილისო სია გაგვაცანი. ხომ არავინ გამოჰკლებია, ან შემატებია. - გამოკლებით, არავინ. ისე კი, რაულის და ხოსეპ გვარდიოლას ჩამოყვანა მინდა. არა მგონია, ლუის არაგონესმა რაული მომავალ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანოს, ამიტომაც 3 ივნისს, წესით, უნდა ეცალოს. გვარდიოლასთან კი რონალდ და ფრანკ დე ბურები მეგობრობენ, შარშან ოთხივემ ერთად ვითამაშეთ კიდეც. და კიდევ, რონალდ კუმანიც მყავს სიაში, თუმცა ამდენი მწვრთნელი, რა ვიცი, ბევრი ხომ არ არის... - კუმანი უკვე გაუშვეს "ვალენსიადან" და დროც საკმაო უნდა ჰქონდეს... - ვიცი და მაგიტომაც დავუკავშირდი აგენტ ბაირამ თუთუმლუს მეშვეობით. - და რატომ მაინცდამაინც მწვრთნელად: რონალდ კუმანი ვერ ითამაშებს. - ეგეც შეიძლება. კაცმა რომ თქვას, რატომ ვერ ითამაშებს, თავისი საფირმო დარტყმა ისევ ექნება და... - რაულის თბილისში ჩამოსვლა და თამაში კი ფანტასტიკური იქნება. მისგან პასუხი ჯერ არ მიგიღია. - ჯერ არა, მაგრამ ვეცდები, დავიყოლიო. - ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელის თაობაზეც ვთქვათ... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა გვითხრა, შოთა არველაძის აქტიურად ჩართვა გვსურს მწვრთნელთა მუშაობაშიო და კერძოდ, რა შემოგთავაზა. - ერთ-ერთი ასისტენტობა. თანახმა კი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სხვა შემოთავაზებებიც მაქვს და ახლა არჩევანის წინაშე ვდგავარ. - რა შემოთავაზებები. ვერ დააკონკრეტებ. - ჯერ ვერა. - ახალკაცმა ისიც თქვა, ერთ-ერთ ვარიანტად თურქ სპეციალისტ შენოლ გიუნეშს განვიხილავთო. გიუნეშს კარგად იცნობ "ტრაბზონსპორიდან"... - გიუნეში საქართველოს ნაკრებში.! პირველად მესმის. მას ნაკრების მწვრთნელობაზე არ დავლაპარაკებივარ, 3 ივნისის თამაშზე ჩამოსვლა ვთხოვე და ალბათ, ჩამოვა კიდეც. გიუნეში ამჟამად კორეის ერთ-ერთ კლუბში მუშაობს, წელიწადში 5-6 მილიონს აძლევენ. - და იმ მწვრთნელთა გვარებს ვერ გვეტყვი, ვისაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელობაზე დაუკავშირდი. ცხადია, ლუის ვან გაალის გარდა... - ამ მწვრთნელებს რომ არ ეთქვათ ჩემთვის, არ გაახმაუროო, სიამოვნებით გეტყოდით. ერთი კია, ძნელია, ასეთ პერიოდში კვალიფიციური მწვრთნელის უცბად დანიშვნა - ვშიშობ, მაისის ბოლოს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებამდე ვერც მოვასწროთ ამ საკითხის მოგვარება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |