|
|
"სარბიელი"
პარი სენ-ჟერმენს ახალი თავი ჰყავს
კოკი კანდელაკი
საფრანგეთის ჩემპიონატიდან გავარდნის პირას მყოფ "პარი სენ-ჟერმენს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს. გადამდგარი ალენ კეიზაკის ნაცვლად კლუბი მიშელ მულენს ჩააბარეს. ფრანგული პრესის ცნობით, მულენი ლუის ფერნანდესის მეგობარია, რომელიც დედაქალაქელთა ამჟამინდელი მწვრთნელის, პოლ ლე გუენის შემცვლელად მოიაზრება. ლივერპულს პარპერი უნდა ინგლისური "ლივერპულის" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გუნდის სათადარიგო მეკარით, შარლ იტანჟით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს. ესპანელ სპეციალისტს თვალი "ნიუკასლის" 32 წლის გოლკიპერის, სტივ ჰარპერისთვის დაუდგამს. "სანის" ცნობით, ჰარპერს ჯორდებთან კონტრაქტი ერთი წლის მერე ეწურება და მისი ფასი 700 ათასი ევროა. ბენიტესის აზრით, იგი ხოსე რეინას გაცილებით ღირსეული კონკურენტი და შემცვლელი იქნება. მილანი დაცვაზე ფიქრობს იტალიური "მილანი" დაცვის გაძლირებაზე ფიქრობს და რამდენიმე კანდიდატი შეუგულებია. პირველი მათგანი "ბარსელონას" 30 წლის კაპიტანი კარლეს პუიოლია, მეორე - "შალკეს" 22 წლის მარცხენა მცველი რაფინია, ხოლო მესამე - "სევილიას" 28 წლის ცენტრალური მცველი ჟულიენ ესკიუდე.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |