"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

კვირა საღამოს სტუმრები

ვიქტორია ბექემმა დაბადების დღეების ჰეთ-თრიკი შეასრულა - გასულ უქმეებზე მასამე დიდი წვეულება გადაიხადა და მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავთ-ვარსკვლავები დაპატიჟა.

"პოში" 34 წლისა გასულ ხუთშაბათს მოიყარა და მართალია, ამ ასაკზე ვერავინ იტყვის, მრგვალი თარიღიაო - ინგლისსა და ამერიკაში უფრო 21, 30, 40 თუ 50 წელიწადს გამოყოფენ - ორი ზეიმი ხომ იმავე დღეებში მოაწყო და მესამე, როგორც გითხარით, კვირას დაამატა.

ეს, მესამე წვეულება "ლოს ანჯელეს გელექსისა" და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავის, დევიდ ბექემის მეუღლემ კალიფორნიაში, კერძოდ სანტა მონიკაში, უფრო ზუსტად კი, რესტორან "ვია ვენტოში" მოაწყო.

როგორც ინგლისური ტაბლოიდები იტყობინებიან, ეს გახლდათ წვეულება ფ კლასის სტუმართა სიით და ეს რომ მართლა ასე იყო, ამ ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com