"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

რაიკარდი გაძარცვეს

ლადო ხომერიკი

ბარსელონაში ფრანკ რაიკარდის ბინა გაძარცვეს. როგორც იქაური "ელ მუნდო" იუწყება, ქურდებმა "ბარსას" მწვრთნელის სახლში კვირას, 23 საათზე შეაღწიეს და ოჯახის კუთვნილი ძვირფასეულობა და ბლომად თანხაც გაიტაცეს.

ჰოლანდიელი ოჯახითურთ ბარსელონის სარიას უბანში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ქურდობის მომენტში ფრანკი, მისი მეუღლე და ვაჟიც სახლში იმყოფებოდნენ. პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედებს ფულთან ერთად ძვირფასეულობა და ძვირადღირებული საათების კოლექციაც წაუღიათ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com