"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ოლსენი დანიიდან მიდის: რას იტყვის საქართველო?

კახა შალამბერიძე

საინტერესო ცნობა სკანდინავიიდან: მორტენ ოლსენი დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს, სავარაუდოდ, ივნისში, კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვებს, რაკი ახალი კონტრაქტის გაფორმებას პირი არ უჩანს.

ჩვენთვის ეს საინტერესო ამბავია, რადგან საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ოლსენიც ნახსენები იყო.

ერთი სიტყვით, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოლსენს კვლავაც სასურველ ვარიანტად მიიჩნევს, მასთან მოლაპარაკება ახლა უფრო იოლი იქნება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com