"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

პარეირას არ ებაფანება

ვაჟა ხუციშვილი

ავადმყოფი ცოლის გამო კარლოს ალბერტო პარეირა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთვარმწვრთნელობიდან გადაგა და სამშობლოში დაბრუნდა.

მისი მეუღლე ლეილა კიბოთი ყოფილა დაავადებული, ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთებია და ახლა მოვლა-პატრონობა სჭირდება.

65 წლის პარეირასაც რაღა ეფეხბურთებოდა და ქალბატონ ლეილას მისახედად გაემგზავრა, თუმც კვლავაც დარჩება "ბაფანა ბაფანას" მწვრთნელთა საბჭოს მრჩევლად.

მსოფლიოს ჩემპიონმა ბრაზილიელმა სამხრეთ აფრიკის ნაკრები შარშან თებერვალში ჩაიბარა და სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

"თხუთმეტი თვის განმავლობაში გულმოდგინედ ვიშრომე, მაგრამ ახლა ჩემს ცოლს მეუღლის დახმარება სჭირდება და იძულებული ვარ, ნაკრები მივატოვო" - განაცხადა პარეირამ, რომელსაც ბრაზილიური მედიის ცნობით "ფლამენგოს" თავკაცი ჟოელ სანტანა შეცვლის, როგორც კი კარიოკას ჩემპიონატი დასრულდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com