"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ხალხის ქომაგობა ხალხის გუნდს

ზურაბ მიგრიაული

გუშინ კაფე "მსოფლიოს სპორტში" ოფიციალურად გაიხსნა ქართული რაგბის ქომაგთა კლუბი. კლუბის დამფუძნებლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. კლუბის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს რაგბის კავშირმა და მისმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ. კლუბში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაწევრიანება. ამჟამად ქომაგთა კლუბი სამასამდე წევრს ითვლის და მათი პირველი ორგანიზებული გულშემატკივრობა 26 აპრილს ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში გამოჩნდება.

გია ნიჟარაძემ კლუბის წევრებს ნაკრების თამაშებზე უფასო ბილეთები და რაგბის პოპულარიზაციისთვის გასამართი აქციების მოწყობაში დახმარებას აღუთქვა. "ქომაგთა კლუბს" დახმარებას შეპირდნენ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებიც გუშინდელ ღონისძიებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com