"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ჯიხაიში ისევ დიდია

ზურაბ მიგრიაული

საქართველოს მე-18 ეროვნული ჩემპიონატი ქალ ფრენბურთელთა შორის ისევ დიდი ჯიხაიშის "ჯიკომ" მოიგო: ჯიხაიშელებმა ეროვნული მთავარტიტული ზედიზედ მეექვსედ დაისაკუთრეს. ფინალური მატჩის სერია ორ მოგებამდე მიმდინარეობდა. პირველი შეხვედრა "თბილისმა" კი მოიგო, მაგრამ შემდეგ ორში გამარჯვებას "ჯიკომ" უწია. გადამწყვეტი ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა - "ჯიკომ" 3:0 (25:18, 25:20, 25:23) დაამარცხა "თბილისი".

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში 6 გუნდი: დიდი ჯიხაიშის "ჯიკო", "თბილისი", დუშეთის "დია", ბოლნისის "სიონი", "ბათუმი" და "ქუთაისი" მონაწილეობდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com