"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

მილუოკიმ ნიუ იორკი გაქურდა

ივანე კობიაშვილი

ადრევე ამბობდნენ, ნბა-ს ყველაზე მდიდარი კლუბი "ნიუ ორკ ნიქსი" აიზია ტომასის გაგდებას და მწვრთნელად სკოტ სკაილზის დაიქირავებას აპირებსო. ძნელი სათქმელია, რას გააკეთებს მომავალში ეს ფულში ჩაძირული და საკუთარი უთავობით ცხრილშიც ჩაყვინთული ორგანიზაცია, მაგრამ სანამ ნიუიორკელი ბობოლები ბუზებს ითვლიდნენ, მათ "პროვინციელმა" მილუოკელებმა დაასწრეს და სკაილზს ხელი დასტაცეს.

44 წლის სკოტ სკაილზი კარგა ხანს თამაშობდა ნბა-ში, შემდეგ კი წარმატებული მწვრთნელიც დადგა - მაიკლ ჯორდანის წასვლის შემდეგ გადღაბნილი "ჩიკაგო" მოაფერიანა და 2005-2007 წლებში ზედიზედ სამჯერ გაიყვანა პლეი ოფში. ეს სეზონი წინებზე მეტად წარმატებულიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც გუნდი აიჭრა და სეზონის საწყის 25 მატჩში 16-ის წაგების შემდეგ სკაილზმა სამსახური დაკარგა. თუმც, როგორც ხედავთ, დიდხანს არ დარჩენილა უმუშევრად.

"მილუოკი ბაქსმა", რომელიც "ჩიკაგოს" დარად წლეულს უპლეიოფოდ დარჩა და დაითხოვა მწვრთნელი ლარი კრისტოვიაკი, სრული ნდობა გამოუცხადა სკაილზს და ოთხი წლით ჩააბარა საკმაოდ კარგი შემადგენლობის, მაგრამ ბოლომდე ეგრეც ვერ შეთამაშებული გუნდი. ისიც კმაყოფილი ჩანს, ამბობს - მზად ვარ, მთელი ჩემი ცოდნა მოვახმარო "ხარირმებს" და მილუოკიში გამორჯვება დავაბრუნოვო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com