"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

უზბეკეთში შაფათავაღა დარჩა

უზბეკური ნამანგანის მაგარსაფარზე შეა-ის ეგიდით ქალთა 25-ათასიანი ტურნირი ტარდება, რომლის განაცხადშიც სამი ქართველი იყო, მაგრამ მეორე წრეს ოდენ ერთმა, სოფო შაფათავამ უწია - მარიამ კუპრეიშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო ძირითად ბადეში მყოფმა ოქსანა კალაშნიკოვამ სამსეტიან ბრძოლაში 4:6 6:2 3:6 წააგო 22 წლის რუს ვასილისა დავიდოვასთან, ვისაც ცეფ-ს რეიტინგში 552-ე ადგილი უკავია.

შაფათავა ნამანგანში მეოთხე ნომრადაა განთესილი და ჯერჯერობით, ფავორიტის შესაფერისად ირჯება. პირველ წრეში სოფომ 6:2 6:1 გადაუარა 17 წლისა და კლასიფიკაციაში 732-ე პოზიციაზე მყოფ ჩინელ შაო ჟუ ლუს და ახლა კვალიფიკაციიდან წამოსულ თინეიჯერ უკრაინელ ანასტასია ვასილიევას დაუპირისპირდება, ვისაც რეიტინგში 748-ე საფეხური უპყრია და ვინაც პირველ წრეში ინდოელი პრერანა-მუთრი აპინენი 6:0 6:0 გაანადგურა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com