|
|
"სარბიელი"
მწარე სიტყვის ფასი
მიხეილ ჟორჟოლიანი
საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა იმ დანაშაულებებზე, რომლებიც 21-ე და 22-ე ტურებში მოხდა. 2008 წლის 13 აპრილს "დინამო" - "ამერის" მატჩის შესვენებისას დინამოელთა მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე მსაჯთა გასახდელში შევიდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც იგი 300 ლარით, კლუბი კი 500 ლარით დაჯარიმდა. 2008 წლის 18 აპრილს "ვიტ ჯორჯია" - "დინამოს" მატჩის დროს და დამთავრების შემდეგ კი იგივე ბუბა ტყავაძე მსაჯებსა და დამკვირვებლებს აგინებდა - ჩავიდა მოედანზე, ცდილობდა შეეღწია მსაჯთა ოთახში... ამ ყველაფრისთვის იგი 300 ლარით, კლუბი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დაჯარიმდა და ორ მატჩს გამოტოვებს გორის "დილას" ფეხბურთელი ჯაბა ბერიანიძე, ვიტჯორჯიელი ალექსანდრე კვახაძე კი წითელი ბარათის გამო გამოტოვებს ერთ მატჩს, ხოლო პროფლიგის ხაზინას ოდენ 50 ლარით შეავსებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |