|
|
"სარბიელი"
კენიელს ვერც ბრეშაში დაეწივნენ
ივანე კობიაშვილი
ბრეშას მარათონი გაქანებით აბა, სად მიუვა ლონდონ-პარიზისას, ან ბოსტონ-ნიუ იორკისას, მაგრამ ის ფაქტი, რომ იტალიის ასეთი მომცრო ქალაქი ასე თუ ისე ატარებს მარათონს, თავისთავად სიამაყით აღავსებს ქალაქის ყველა მცხოვრებს, მერით დაწყებული მარშრუტის კიდეზე მცხოვრებით დამთავრებული. ბრეშამ უკვე მეშვიდედ ჩაატარა იააფის დონის დამაკმაყოფილებელი მარათონი და, კინაღამ ადგილობრივ რეკორდსაც გამოჰკრა ხელი. ახალგაზრდა კენიელი ბენჯამინ კიპტოო სულ ორი წელია, მარათონებზე გამოდის და მისი სახელი თანამემამულეთა გარდა ცოტას თუ სმენია, მაგრამ აი, მან საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და თავისი პირველი გამარჯვება ჩაიწერა. 42,195 კილომეტრი კიპტოომ 2 სათში, 9 წუთსა და 23 წამში ჩაატია და მთელი სამი წუთი მოაკლო შარშან შვეიცარიულ ლოზანაში დამყარებულ პირად რეკორდს, ხოლო 2003 წელს მეტიუ სიგეის მიერ დამყარებულ ბრეშას რეკორდამდე სულ რაღაც 6 წამი დააკლდა. კაცთა შორის მეორე ადგილიც კენიელს, ნოა კიპლაგატ სერემს ხვდა (2:11.49), ქალთა შორის კი 2:34.47 შედეგით იტალიელმა ორნელა ფერარამ იპირველა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |