"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

კალაძის ჯანინო მილანის ოფისია :რონალდინიომ პირველად აქ უნდა ივახშმოს

ილია ნანობაშვილი

მილანური რესტორანი "ჯანინო", რომლის თანამფლობელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძეა, ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მოდურად და პოპულარულად ითვლება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში...

"ჯანინოს" ეფექტმა "მილანის" თითქმის ყველა ვარსკვლავი, სხვა გუნდების გამოჩენილი ფეხბურთელები და ცნობილი პოლიტიკოსებიც მიიზიდა - მათ შორის, სილვიო ბერლუსკონიც. სწორედ კალაძის რესტორანში ჰქონდათ თავიანთი მილანური ვახშმის "ნათლობა" რონალდოსა და პატოს.

ბოლო დროს "ჯანინოში" ხედავენ რონალდინიოს ძმას, მისივე აგენტ რონალდო დე ასისს. რესტორანი რონალდინიოს მასპინძლობას იმავე დღეს აპირებს, როცა ბრაზილიელი მილანში ჩავა კონტრაქტის გასაფორმებლად.

ამბობენ, ეს ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.

"ჯანინო" გვიან ღამემდე გახსნილია და მას "მილანის" საგარეო ოფისსაც კი უწოდებენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com