|
|
"სარბიელი"
საკვირველია: რუსებმა კვირკველია და სალუქვაძე გააერთიანეს
მიხეილ ჟორჟოლიანი
ჯერ კიდევ ორი ტურის წინ რუსები ლაშა სალუქვაძეს ცენტრალურ მცველად მიიჩნევდნენ და პრემიერლიგაში ამ პოზიციის ფეხბურთელების საუკეთესო ხუთეულშიც შედიოდა. იგი ხუთეულში ახლაც არის, ოღონდ მარცხენა მცველების ნომინაციაში. და რა არის ამაში გასაკვირი. ის, რომ ამავე ნომინაციაშია სალუქვაძის თანაგუნდელი დავით კვირკველია. კვირკველიას ყველა, 6 მატჩი აქვს ჩატარებული, სალუქვაძეს კი 4. საკვირველია, როგორ თამაშობს ერთი გუნდის ორი ფეხბურთელი ერთდრულად ერთ პოზიციაზე. მარცხენა მცველების ნომინაციაში კი 5,88 ქულით ალექსეი ბერეზუცკი (ცსკა) და მალიკ ფატი (სპარტაკი) ლიდერობენ. სალუქვაძესთან და კვირკველიასთან ერთად 5,83 ქულა აქვს ზენიტელ რადეკ შირლსაც. კვირკველია თავისი პოზიციის გარდა სეზონის ახალწვეულის ნომინაციაშიც ფიგურირებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |