"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

მოლდოვური ამბები

კახა შალამბერიძე

მოლდოვის ჩემპიონატის 28-ე ტურში, გათამაშების ლიდერმა ტირასპოლის "შერიფმა" რიბნიცას "ისკრა-სტალი" მიიღო და 6:0 გაანადგურა.

ტირასპოლელთა ქართველმა კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი - ძმები ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები არ გამოჩენილან.

ამავე ტურში ჯაბა დვალის და ლევან კორღალიძის კიშინიოვის "დაჩიამ" "ტირასპოლს" უმასპინძლა და უგოლოდ გაეყარა.

კიშინიოველთა გუნდში ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა.

და ერთიც: კიშინიოვის "ზიმბრუმ" სტუმრად "ნისტრუსთან" 0:2 წააგო.

მამუკა ლომიძემ 90 წუთი ითამაშა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com