"სარბიელი"
# 97
ხუთშაბათი, 1 მაისი, 2008 წელი

30 აპრილი ქართული ფეხბურთის და ქართულის უარყოფის დღეა გუშინ 30 აპრილი იყო...

ილია ნანობაშვილი

30 აპრილი, 2003: ქართულ სანაკრებო ფეხბურთს არასოდეს ჰქონია ასეთი ბედნიერი დღე. მალხაზ ასათიანის გოლით საქართველომ რუსეთის ნაკრები დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთხელ მოიგო მართლაც პრინციპული მატჩი.

და რა დაგავიწყებთ, რა ხდებოდა იმ ღამეს თბილისის ქუჩებში...

30 აპრილი, 2008: თბილისში ჩატარებულ ევროპის სამბისტთა ჩემპიონატზე, ქართველებმა, ლევან წიკლაურმა და მირიან პავლიაშვილმა რუსები, ალექსეი ხარიტონოვი და სერგეი სამოლოვიჩი დაამარცხეს.

ჩემპიონატის ქართველმა ორგანიზატორებმა კი ქართველების გამარჯვება ისევ და ისევ რუსულად ამცნეს ქართველსავე გულშემატკივარს. როგორც ჩანს, საქართველოში ან ქართულის მცოდნე გამომცხადებელი ვერ იპოვეს ან ამის საჭიროებას ვერც ხვდებიან...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com