|
|
"სარბიელი"
გერმანული მოსავალი
ზურაბ მიგრიაული
24-26 აპრილს გერმანიის ქალაქ ოდერის ფრანკფურტში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ახალგაზრდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ექვსი სპორტსმენით წარდგა და ექვსივემ უწია კვარცხლბეკს. ჩვენმა მოჭიდავეებმა 3 ოქროს და სამიც ბრინჯაოს მედალი მოინაგრეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ოქროს მედლები 50, 74 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში, შესაბამისად, ზურაბ მაჭარაშვილმა, არსენ კახაბრიშვილმა და გიორგი ღვინიაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი უჩა შავაძე (60კგ), ვასილ იმერლიშვილი (96კგ) და რამინი შაქარაშვილი (120 კგ) დაეუფლნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ფალავანთა კლუბში პრესკონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა, ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო ადეიშვილმა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ზაზა ჯიბლაძემ ისაუბრეს. თემურ ყაზარაშვილი: წარმატებული ტურნირი გამოდგა ახალგაზრდა ქართველი ფალავნებისთვის. ბიჭები მშვენივრად გაისარჯნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. ლადო ადეიშვილი: დამაკმაყოფილებელი შედეგი ვაჩვენეთ. პატარა ხარვეზებიც გვქონდა, მაგრამ იმედია, ამას გამოვასწორებთ. რაც მთავარია, გერმანიაში ყველა კომპეტენტურმა პირმა აღნიშნა, რომ ქართველი მოჭიდავეები განსაკუთრებული ტექნიკურობითა და ფიზიკური მომზადებით გამოირჩეოდნენ. ზაზა ჯიბლაძე: შეჯიბრებამ კორექტულად ჩაიარა, ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად მაღალი დონის მსაჯობა იყო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |