"სარბიელი"
# 97
ხუთშაბათი, 1 მაისი, 2008 წელი

რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

ირაკლი პერტაია

და სანამ პლეი ოფი დაიწყებოდეს, 5 მაისს სპორტის სასახლეში სუპერლიგის ოლ სტარი გაიმართება, რომელშიც ეროვნული ჩემპიონატის "ყველა ვარსკვლავი" მიიღებს მონაწილეობას.

ორი კვირა მიმდინარეობდა და გუშინ დამთავრდა საოლსტარო გამოკითხვა. კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე (პიაყპუ) ნებისმიერ ქომაგს შეეძლო, სათავისო ხუთეულისთვის მიეცა ხმა. გუნდები მეოთხე წრის ცხრილის გათვალისწინებით ლუწ-კენტებად დაჯგუფდნენ, ანუ პირველ, მესამე და მეხუთე ადგილებზე გასულნი მეორე, მეოთხე და მეექვსეს წინააღმდეგ. ოლ სტარის მეტოქე გუნდებს პირობითად მწვრთნელთა სახელები დაერქვათ - დავით უსტიაშვილის (ენერჯი-ინვესტი) გუნდი ნუგზარ ჭეიშვილის (თსუ) წინააღმდეგ.

საინტერნეტო გამოკითხვას მხოლოდ ხუთეულის წევრები უნდა გამოევლინა, დანარჩენ 7-7 მოთამაშეს კი მწვთრნელები დაასახელებენ.

მაშ ასე, გამოკითხვამ საოლსტარო ხუთეულები ამ მოთამაშეებით შეავსო:

დავით უსტიაშვილის გუნდი

უკანა ხაზი: გიორგი გამყრელიძე (ენერჯი-ინვესტი), ბესიკ ლეჟავა (ენერჯი-ინვესტი)

ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე (დინამო), მიხეილ ბერიშვილი (ვითა)

ცენტრი: იოვან სტეფანოვი (ენერჯი)

ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი

უკანა ხაზი: კოტე ტუღუში (ავიამშენი), შიო ხეცურიანი (თსუ)

ფორვარდები: დავით ბარბაქაძე (თსუ), მიხეილ ფანჩულიძე (თსუ)

ცენტრი: რიჩარდ მათიაშვილი (ავიამშენი)

გამოკითხვის სრული შედეგები

დავით უსტიაშვილის გუნდი

უკანა ხაზი: გიორგი გამყრელიძე - 765 ხმა, ბესიკ ლეჟავა - 465, მიხეილ ჩიტაშვილი (ენერჯი-ინვესტი) - 441, არჩილ ჟღენტი (დინამო) - 362, გიორგი მარხაშვილი (ვითა) - 312, ლექსო ლაფანაშვილი (დინამო) - 286, გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო) - 241

ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე - 643, მიხეილ ბერიშვილი - 516, გიორგი მარკოიშვილი (ვითა) - 440, რევაზ დიდია (ენერჯი-ინვესტი) - 338, ზვიად ბაბიაშვილი (ენერჯი-ინვესტი) - 284, ჟოლივეტ ტუჯანი (ენერჯი-ინვესტი) - 273; დავით გვიმრაძე (ვითა) - 214, ვლადიმერ ბეჟანიშვილი (ვითა) - 188

ცენტრი: იოვან სტეფანოვი - 643, რევაზ ათანელიშვილი (დინამო) - 285, დავით ბერძენიშვილი (ვითა) - 272, გულივერ ახალკაცი (დინამო) - 266

ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი

უკანა ხაზი: კოტე ტუღუში - 756, შიო ხეცურიანი - 521, გიორგი ნიკოლაძე (ავიამშენი) - 425, დავით ბერიშვილი (თსუ) - 329, დავით არწივაძე (თსუ) - 301, ირაკლი ხოშტარია (ავიამშენი) - 301, ირაკლი ბერიშვილი (მაკაბი) - 239

ფორვარდები: დავით ბარბაქაძე - 679, მიხეილ ფანჩულიძე - 622, ირაკლი კეიდია (თსუ) - 435, ვახტანგ მინაშვილი (ავიამშენი) - 404, თორნიკე ნინიაშვილი (ავიამშენი) - 241, გიორგი პირველაშვილი (მაკაბი) - 183, ზურაბ კორკოტაძე (მაკაბი) - 174, დავით იმნაძე (ავიამშენი) - 158

ცენტრი: რიჩარდ მათიაშვილი - 644, გიორგი ყველაშვილი (თსუ) - 292, სოსო შერმადინი (მაკაბი) - 265, პლასიდე როდუმტა (ავიამშენი) - 265

გუშინვე გაიმართა ოლ სტარის სარეკლამო აქცია, რომელსაც ორგანიზება კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობამ გაუკეთა.

ყველა ვარსკვლავის მატჩის სამმა მონაწილემ - მიხეილ ბერიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ და მიხეილ ფანჩულიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ოლ სტარზე დასასწრები ბილეთები დაურიგეს.

ახალგაზრდობამ დიდი ინტერესი გამოიჩინა მოახლოებული ოლ სტარისადმი და კალათბურთელებს საჩუქრად გამზადებული ბილეთები თვალის დახამხამებაში გამოუცარიელა. როგორც სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ზამბახიძემ აღნიშნა, სარეკლამო აქციები სხვა სასწავლებლებშიც გაიმართება და 5 მაისს სპორტის სასახლეში ბლომად მაყურებელი მოვა ქართული ოლ სტარის სანახავად.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com