|
|
"სარბიელი"
მიხეილ მომცელიძის ველური შანსი
ლექსო მაისურაძე
თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში მოფარიკავეთა ბოლო სალიცენზიო ტურნირი ჩატარდა და იქ გამომსვლელ ერთადერთ ქართველ მიხეილ მომცელიძეს პეკინის ლიცენზიამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ჩვენებურმა თავიდან ბულგარელ დობრინ გიონოვს 15:12 მოუგო, მერე კი თავად დამარცხდა პოლონელ მარტინ კონიუშთან 13:15. არადა, 4:10 ჩამორჩენის ამოქაჩვა მოახერხა, წინაც გავიდა და 13:12 იგებდა. ორი ქულაც და ლიცენზიას მოიპოვებდა, მაგრამ წააგო... საპეკინო ლიცენზიებს ფინალისტები იღებდნენ. მომცემლიძე მოგების შემთხვევაში, სწორედ ფინალში გადიოდა. ახლა ლიცენზიის აღების ერთი საჩოთირო შანსი რჩება. ქართველს ფარიკაობის საერთაშორსო ფედერაციამ და ოლიმპურმა კომიტეტმა "ველური ბარათით" ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება უნდა დართონ. შესაბამისი თხოვნა თბილისიდან უკვე გაიგზავნა...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |