"სარბიელი"
# 97
ხუთშაბათი, 1 მაისი, 2008 წელი

ბჟალავას აღმასვლა საგაისოდ გადაიდო

კახა შალამბერიძე

მირზა ბჟალავას ავსტრიულ მაქსბუნდესლიგაში გადასვლა საეჭვო გახდა - "ლუშტენაუმ" ერსტე ლიგის 29-ე ტურში მოულოდნელად წაიფორხილა, 1:2 წააგო "პარნდორფთან" და ლიდერ "კაპფენბერგს" უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

"პარნდორფთან" ბჟალავამ 69 წუთი ითამაშა, მერე შეცვალეს და გოლებიც ამის შემდეგ გავიდა - ჯერ "ლუშტენაუ" დაწინაურდა, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ორი გოლიც გატანა შეძლეს და...

ერსტე ლიგის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა და ძნელი სავარაუდოა, "ლუშტენაუმ" ამ 6 ქულის ამოქაჩვა შეძლოს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com