|
|
"სარბიელი"
მოძმანაშვილის ლიცენზიას დოპინგის სუნი აუვიდა! ჭიდაობის ფედერაცია: გაუგებრობაა, მაგრამ ვაითუ დადასტურდა...
ერთი თვეც არ არის გასული, რაც ყველამ ერთად გავიხარეთ ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავის, დავით მოძმანაშვილის ევროპის ჩემპიონობითა და პეკინის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებით. ახლა კი, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩემპიონის ოქროს მედალიც და ოლიმპიადის საგზურიც უკან დაგვრჩება, ხოლო მოძმანაშვილს ერთი ხანობა ხალიჩაზე გასვლა... ჩემპიონის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც დოპინგის გამოყენებას ნიშნავს, ხოლო როგორ ებრძვიან ასეთ რამეებს სპორტში, კარგად მოგეხსენებათ. მოძმანაშვილის დოპინგზე ჩავარდნაც შემთხვევით შევიტყვეთ. არა, ბოლოს მაინც გამჟღავნდებოდა, მაგრამ ეს საქმე მიჩუმათებული იყო და რომ არა მავანი აზერბაიჯანული ვებგვერდის ინფორმაცია, დღესაც არ გვეცოდინებოდა. ხელმეორე სინჯამდე ინფორმაცია კონფედენციალურიაო და აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა ეთიკის წესი დაარღვიაო, გვეუბნებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოდით, სხვის ეთიკურობაზე მეტად, საკუთარი უთავობა ვინაღვლოთ. ისიც ფაქტია, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ძალიან იშვიათად მომხდარა, პირველი ტესტის პასუხი მცდარი გამომდგარიყოს და ხელმეორე ტესტს დაემტკიცებინოს სპორტსმენის უდანაშაულობა. თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ის კი გვგონია, თავად მოჭიდავე უბრალო უნდა იყოს ამ სკანდალში - დალია ის, რაც მიაწოდეს...
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |