"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

ქართველების კაუნასმა ეკრანასი დაამსხვრია

ილია ნანობაშვილი

ნუკრი მანჩხავას, გივი კვარაცხელიას და აკაკი ხუბუტიას "კაუნასს" ლიტვის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი "ეკრანასთან" შინ 1:0 მოგებული ჰქონდა, სტუმრად კი 5:1 გაანადგურა.

ამ შეხვედრაში კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია, მანჩხავა 56-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხუბუტიამ კი შეუცვლელად იბურთავა.

"კაუნასი" ფინალში ვილნიუსის "ვეტრას" შეხვდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com