"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

ივანიშვილი ფიფას ფინალშია

ილია ნანობაშვილი

შვეიცარიული "ციურიხის" 21-წლამდელთა გუნდი ფიფას ეგიდით გამართულ (აშაფ ნწგერ სგზ) თორმეტგუნდა ტურნირის ფინალში გავიდა.

ეს მინი-ტურნირია - გუნდები ორ ოცწუთიან ტაიმს თამაშობენ.

"ციურიხ გ21"-მა ფინალში ისე გაინავარდა, ოთხ მატჩში ერთი გოლიც არ გაუშვია: ათენის აეკ-ს, ბრაზილიის "ფლამენგოსა" და გერმანულ "ჰამბურგს" 1:0 მოუგო, შვეიცარიულ "ბლუ სტარსს" კი 4:0 სძლია.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეხვდება ივანიშვილის გუნდს ფინალში.

გიორგიმ ოთხივე მატჩი ჩაატარა და მართალია, გოლი არ გაუტანია, თუმცა ამ შვიდი ბურთიდან სამი მისი პასით გავიდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com