"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

უცუდესი ტრანსფერი: ტიაგუ

კოკი კანდელაკი

"კორიერე დელო სპორტის" მიერ მოწყობილმა ინტერნეტგამოკითხვამ, სერია A-ს მიმდინარე სეზონის 10 ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი გამოარკვია.

პირველ ადგილზე ტიაგუ მენდეში გავიდა. "ლიონიდან" ნაყიდ 26 წლის პორტუგალიელ ნახევარმცველზე "იუვენტუსი" დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ამაოდ. ტიაგუმ სეზონი კოშმარულად დაიწყო და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ნორმალურად ათამაშდა, ხსენებული ათეულის სათავეში მაინც მოხვდა.

მეორე ადგილზე "ლაციოს" ახალგაზრდა ურუგვაელი მეკარე ფერნანდო მუსლერა გავიდა, რომელმაც უამრავი უხეში შეცდომა დაუშვა და ძირითადი გოლკიპერობისთვის 44 წლის მარკო ბალოტას კონკურენციას ვერ უწევს.

სხთავა შორის, ათეულში "იუვენტუსისა" და "ლაციოს" ორ-ორი ტრანსფერი მოხვდა.

1. ტიაგუ მენდეში (იუვენტუსი)

2. ფერნანდო მუსლერა (ლაციო)

3. ხოაკინ ლარივეი (კალიარი)

4. დიეგო ტრისტანი (ლივორნო)

5. ალვარო რეკობა (ტორინო)

6. მაურო ესპოზიტო (რომა)

7. ემერსონი (მილანი)

8. სერხიო ალმირონი (იუვენტუსი)

9. როლანდო ბიანკი (ლაციო)

10. კრისტიანო ლუკარელი (პარმა)



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com