|
|
"სარბიელი"
ფლამინიმ მილანი აირჩია.
კოკი კანდელაკი
ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონის "არსენალის" ფრანგი ნახევარმცველი მატიე ფლამინი, რომლისთვისაც "იუვენტუსი" და "მილანი" იბრძვიან, კარიერას "როსონერიში" გააგრძელებს. ფლამინის "მეთოფეებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მის გახანგრძლივებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ და, შესაბამისად, ზაფხულში ფრანგი თავისუფალი აგენტი გახდება. "მილანში" გადასვლა გადავწყვიტე" - უთქვამს ფლამინის გასახდელში მავანი თანაგუნდელისთვის. ამბობენ, "მილანი" მას ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონში დაახლოებით 4,5 მილიონ ევროს გადაუხდისო.
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |