|
|
"სარბიელი"
სენსის ემუქრებიან
იტალიური "ილ მესაჯეროს" ცნობით, "რომას" მმართველ როზელა სენსის პოლიციამ დაცვა მიუჩინა. მას მუქარის რამდენიმე წერილი მიუღია. საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, "რომაში" ჯორჯ სოროსი მივიდეს. ფანების გარკვეული ნაწილი ამას ემხრობა, გუნდში მეტი ფული გაჩნდებაო, თუმცა მეორე ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია. კლუბმა საჯაროდ კი განაცხადა, სენსების ოჯახი თავისი აქციების გაყიდვას არ აპირებსო, მაგრამ "ილ მესაჯეროს" ინფორმაციით, როზელა სენსის წერილების მეშვეობით მაინც დაემუქრნენ. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, "ლივორნოსთან" საშინაო ფრისას, მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |