|
|
"სარბიელი"
ვაი, თითი: პალომბოს კომპენსაციას სთხოვენ
კოკი კანდელაკი
გენუის "სამპდორიას" მავანი ქომაგი კლუბის კაპიტან ანჯელო პალომბოს კომპენსაციას სთხოვს. საქმე ის არის, რომ სერია A-ს 28-ე ტურში, "სამპდორიასა" და "კატანიას" მატჩისას, პალომბოს ძლიერი და არაზუსტი დარტყმა ტრიბუნებისკენ წავიდა. ვიდეოგამეორებაზე ჩანს, თუ როგორ იფარებს ხსენებული გულშემატკივარი ხელს, რათა სახე დაიცვას. როგორც ირკვევა, მან თითი იღრძო და 330 ევროს ითხოვს, ანუ იმდენს, რომელიც მის მკურნალობას დასჭირდა. პალომბო კომენტარისგან თავს იკავებს. თუ სასამართლო მას კომპენსაციის გადახდას დააკისრებს, ეს ამ სახის პირველი საქმე იქნება ფეხბურთის ისტორიაში და ცოტა საგანგაშო პრეცედენტიც. ამიერიდან ფეხბურთელები ფრთხილად უნდა იყვნენ. ვინ იცის, რა შეიძლება მოყვეს მათ ძლიერ დარტყმებს...
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |