"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

ატლანტელები გარნეტს არ ეშვებიან

ივანე კობიაშვილი

30 აპრილი

აღმოსავლეთი

ბოსტონი 3:2 ატლანტა

ბოსტონი 110:85 ატლანტა

ბოსტონი: რონდო (12), რ. ალენი (19), პირსი (22), გარნეტი (20), პერკინსი (2ძ; კასელი (13), პოუი (10), პოუზი (6), დევისი (4), ტ. ალენი (2), ბრაუნი, ჰაუსი

ატლანტა: ბიბი (6), ჯონსონი (21), უილიამსი (12), სმიტი (18), ჰორფორდი (14 ქულა, 10 მოხსნაძ; ჩილდრესი (5), ლოუ (5), ფაჩულია (10 წუთი, 2 ქულა, 1 პასი), ჯონსი (2), რიჩარდსონი, სტუდემაიერი

ეგ ღლაპები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ თავხედობისთვის! ამ განწყობით გავიდნენ ბოსტონელები მეხუთე თამაშში და ჯორჯიელებს ატლანტური "გამოხდომა" 25-ქულიანი მარცხით აზღვევინეს.

ანგარიში გვაფიქრებინებს, რომ "ბოსტონმა" უდრტვინველად მოიგო, მაგრამ სინამდვილეში ეს თამაშიც ნერვიული გამოვიდა და არც ტექნიკურები არ აკლდა. წინა შეხვედრაში კევინ გარნეტმა იდაყვი აძგერა ჩვენებურ ზაზა ფაჩულიას და მისგან პასუხიც მიიღო. ახლა კი მეორე მეოთხედში "კელტების" ლიდერზე ატლანტელი ალ ჰორფორდი უხეშად დაჯარიმდა, მესამე პერიოდში კი გარნეტი და ჯო ჯონსონი წაკინკლავდნენ.

მოკლედ, შეხლა გრძელდება და დიდი შანსია, მეშვიდე მატჩამდეც მიატანოს, რადგან ჯერ მხოლოდ მასპინძელი გუნდები იგებენ და ამ ლოგიკით ახლა "ატლანტას" ჯერია, რომელიც 2 მაისს მასპინძლობს მეექვსე თამაშს.

კლივლენდი 3:2 ვაშინგტონი

კლივლენდი 87:88 ვაშინგტონი

კლივლენდი: ჯეიმსი (34 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი), ილგაუსკასი (19), ვესტი (12)

ვაშინგტონი: ბატლერი (32), სტივენსონი (17), დანიელსი (12), ჯემისონი (8 ქულა, 11 მოხსნა)

ლებრონ ჯეიმსის "კავალერიას" კარგი შანსი ჰქონდა, დედაქალაქელებთან ბრძოლა სერიის მეხუთე მატჩში მოემთავრებინა, მაგრამ მთელი შეხვედრის განმავლობაში ნაყოფიერად მოთამაშე ლებრონს თავად აუცდა ხელი, ბოლო წამზე ახლოდან ვერ ჩააგდო ორიანი, ასე რომ, ბრძოლა აქაც გრძელდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com