"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

ტატიშვილის წარმატებული სტარტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შარლოტსვილის თიხნარზე ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ქალთა 50-ათასიანი ტურნირი ტარდება და ანა ტატიშვილმა უპრობლმოდ დაძლია პირველი ბარიერი.

მე-7 ნომრად განთსილ 25 წლის ავსტრალიელ მონიკა ადამჩაკს, ვისაც ცეფ-ს რეიტინგში 165-ე პოზიცია უკავია, ქართველმა ჩოგბურთელმა 6:2 6:1 მოუგო. მეორე წრეში ანა 24 წლისა და კლასიფიკაციის 169-ე საფეხურზე მყოფ სამხრეთ აფრიკელ შანელ სხეეპერსს შეხვდება, რომელმაც საწყის ეტაპზე 6:0 6:1 გაანადგურა ამერიკელი ნიკოლ ლიმბახი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com