"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

შვიდ-შვიდი და თავშიც შვიდი

ლაშა გეგეჭკორი

ლევან ფანცულაია უკვე ქულით ჩამორჩა ლიდერებს და საჩემპიონო შანსიც შეიმცირა. მეცხრე ტურში იგი შავი ფიგურებით უკრაინელ ვლადიმირ ბაკლანთან 46-ე სვლაზე დამარცხდა და 22-ე ადგილამდე ჩავიდა. პირველზე კი ერთბაშად 7-7 ქულით 7 მოჭადრაკეა მოკალათებული.

ექვსი ქულა აქვს მიხეილ მჭედლიშვილსაც და დამატებითი მაჩვენებლებით 35-ე ადგილზე იმყოფება. ჩვენებური შავი ფიგურებით ჰოლანდიელ იან ვერლეს შეხვდა და 53-ე სვლაზე დააშამათა.

წარუმატებლად ითამაშეს ქალებმა. ჩვენს მოწინავე გოგონებს პირველი ადგილოსნებისგან მთელი ქულა აშორებთ. ნანა ძაგნიძეს, სალომე მელიას, მაია ლომინეიშვილს და სოფო ნიკოლაძეს 6-6 ქულა აქვთ და ჩემპიონობის მცირე შანსს კვლავაც ინარჩუნებენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com