|
|
"სარბიელი"
20 წელი: ყველა და ყველაზე
ევროპის ერთა თასზე წლეულს 12 ახალბედამ ითამაშა და ჩვენი ნაკრების 20 წლიან და 102 მატჩიან მატიანეში ბორჯღალოსანთა რაოდენობამ 183 მორაგბეს უწია. 20 წლის მანძილზე ჩვენებს 18 კაცმა უკაპიტნა, მათ შორის პალიკო ჯიმშელაძემ, ვისაც შარშანდელი მსოფლიოს თასის აქეთ ნაკრებში აღარ უთამაშია, მაგრამ მექულეებს იგი ისევ უსტაბაშობს. პალიკო ჯიმშელაძე ოფიციალურად ჯერ არა, მაგრამ პრაქტიკულად გამოეთხოვა ნაკრებს. სხვათა შორის, საუკეთესო კეპოსანიც ჯიმშელაძეა, მაგრამ როგორც მექულეებში, ასევე კეპებში ალბათ მალე მალხაზ ურჯუკაშვილი გადაასწრებს, რომელსაც ნაკრებს მწვრთნელი ტიმ ლეინი სამომავლოდ საკვანძო მოთამაშედ მოიაზრებს. ურჯუკაშვილი ჯერჯერობით მხოლოდ მელელოვეთა ამქარს ლიდერობს, თუმც ესპანეთთან გატანილი სამი ლელოთი, მას მამუკა გორგოძე დაეწია. ილია ზედგინიძემ კი იცით, კარიერა მსოფლიოს თასის შემდეგ დაასრულა. 102 მატჩიან მატიანეში საქართველოს ნაკრებმა სარეკორდოდ შარშან თბილისში მოიგო, როდესაც ჩეხეთი 98:3 დამარცხდა. ჩვენებმა 16 ლელო და 9 გარდასახვა დაასატყვეს ჩეხეთს. მაშინ ქართველებმა კინკილა ჯარიმაც კი არ დაარტყეს კარში, თორემ 100 ქულიან ზღვარსაც გადასცდებოდნენ. ბაჩო სვანიძეყველა კაპიტანი: ილია ზედგინიძე (32 მატჩი), ლევან ცაბაძე (12), ზურაბ მჭედლიშ ვილი (12), დიმიტრი ობოლაძე (11), ირაკლი აბუსერიძე (9), ნუგზარ ძაგნიძე (7), ოლეგ ლიპარტელიანი (3, ნაკრების პირველი კაპიტანი), პალიკო ჯიმშელაძე (3), გია ლაბაძე (2), ვასილ კაცაძე (2), დავით ბოლღაშვილი (2), ალეკო ხვედელიძე (1), თამაზ ფხაკაძე (1), გია რაფავა (1), ვანო ნადირაძე (1), ბესიკ ხამაშურიძე (1), ვიქტორ დიდებულიძე 1), გოდერძი შველიძე (1) სარეკორდო გამარჯვება ევროპის ერთა თასი 2007-08 2007. 7 აპრილი. თბილისი საქართველო 98:3 უკრაინა
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |