|
|
"სარბიელი"
ზესტაფონის სიტყვა და საქმე
კახა შალამბერიძე
"ზესტაფონმა" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან სტადიონის გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების პირობის მიღებას საქმე მიაყოლა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც სარბიელის იერსახის აღდგენა-განახლებას გულისხმობს: იგეგმება ფასადის და სახურავის შეკეთება-შეღებვა, ტრიბუნების საკლუბო სიმბოლიკით დამშვენება და სხვა. როგორც შევიტყვეთ, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და დღეს თბილისის "დინამოსთან" გასამართი მატჩისთვის "ცენტრალურზე" მისულ გულშემატკივარს ბევრი სიურპრიზი დახვდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |