"სარბიელი"
# 99
შაბათი, 3 მაისი, 2008 წელი

ტრაპი: არავითარი იტალია, ჯერ საქართველოა!

ილია ნანობაშვილი

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ჯოვანი ტრაპატონი რომ ოფიციალურად წარადგინა, ეს გეცოდინებათ.

სახელგანთქმულმა იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე თქვა, ჯერ არც იტალიაზე ვფიქრობ და არც ბულგარეთზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ და ზაფხულში ჩემი მთავარი საფიქრალი თბილისური შეხვედრა იქნებაო...

"საქართველოსთან მატჩამდე, 20 აგვისტოს, ნორვეგიას ვხვდებით ამხანაგურში. სექტემბერში კი ინგლისისა და შოტლანდიის პრემიერლიგები უკვე გახურებული იქნება და ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით ქართველებს. ძალიან მსურს, ნაკრებში დაბრუნებაზე დავიყოლიო სტივ ფინანი და ენდი ობრაიენი. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან" - თქვა "ტრაპიმ".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com