"სარბიელი"
# 99
შაბათი, 3 მაისი, 2008 წელი

გარი-ყულია?

პაპუნა კედია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოზე ბოსინგვას შესაძენად 15,8 მილიონი გირვანქა გადადო. რამდენადაც ინგლისურმა პრესამ შეიტყო, "პორტუს" ოფიციალური წინადადება უკვე მაგიდაზე უდევ, მაგრამ ვაჭრობს, 22 მილიონი უნდა.

და რად სჭირდება სერ ალექს ფერგიუსონს პორტუგალიელი მცველი. სავარაუდოდ, გარი ნევილის შესაცვლელად.

25 წლის ბოსინგვა პატრის ევრას სტილის ფეხბურთელია და კვირაში 55 ათას გირვანქაზე თანახმაა - ეს ამბავი ინგლისელებს მის აგენტთან უკვე შეთანხმებული ჰქონიათ. ცნობილია აგრეთვე, რომ ფერგიუსონმა ბოსინგვას თაობაზე პირველი მოლაპარაკებები იანვარში წამოიწყო - თავისი ასისტენტი, კარლუშ კეირუში გააგზავნა თანამემამულეებთან.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com